აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის მორიგი მწვავე გზავნილი რუსული კანონონზე | 03.03.2023

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის მორიგი მწვავე გზავნილი, საქართველოს პარლამენტში ინიცირებული რუსული კანონის შესახებ. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ “ყველა, ვინც ამ კანონპროექტს ხმას მისცემს იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის პოტენციური რისკის შექმნაზე”. პრაისის თქმით, ამ კანონის შესახებ შეშფოთებას ევროპის არაერთი ქვეყანა გამოთქვამს. მისი თქმით, სიცრუეა, რომ ეს ამერიკული კანონის ანალოგია.  პრაისმა ასევე განაცხადა, რომ ამ კანონმა შესაძლოა გავლენა იქონიოს საქართველოში სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის კუთხით.

“ჩვენ კვლავ ძალიან შეწუხებულები ვართ უცხოელი აგენტების შესახებ წარდგენილი  კანონპროექტით. კონკრეტულად იმის გამო, რომ ეს სტიგმატიზაციას მოახდენს და გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს, ვინც მოტივირებულები არიან, რომ ააშენონ უკეთესი მომავალი საქართველოს სხვა მოქალაქეებისთვის. ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ამ კანონის პოტენციური შედეგების გამო საქართველოში.  სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის კუთხით. ჩვენი სათქმელი მარტივია, და ჩვენ ეს საჯაროდაც ვთქვით და ასევე პირადადაც მივაწოდეთყველა, ვინც ამ კანონპროექტს ხმას მისცემს იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის პოტენციური რისკის შექმნაზე. ამგვარი კანონი არ შეესაბამება იმ მისწრაფებებს, რომელსაც ქართველი ხალხი ათწლეულებია გამოხატავსჩვენ გამოვხატეთ ჩვენი თანამიმდევრული შეშფოთება ამასთან დაკავშირებით და ვხედავთ, რომ კანონის მიღების პროცესი კვლავ გრძელდება. ჩვენ ვრჩებით ღრმად შეწუხებული, ვინაიდან ეს კანონი სტიგმატიზებას გაუკეთებს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებსა და საქართველოს მოქალაქეებს, მათ, ვინც ერთგულად ცდილობს უკეთესი ქვეყნის შენებას მათი თანამოქალაქეებისა და მათი თემებისთვის. ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ამ კანონის შესაძლო შედეგებზე სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის საქართველოში. ჩვენი სათქმელი მარტივია და ამას ვიმეორებთ საჯაროდ და ასევე გადავეცით პირადადაც. ყველა, ვინც ხმას მისცემს ამ კანონპროექტს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის პოტენციური საფრთხის შექმნაზე,” – განაცხადა ნედ პრაისმა.