პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროების კანონიერების შესწავლა, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების სტადიაზეა. ლელა ჯანაშვილის განცხადებით, საქმე ეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, იმ კადრებს, რომელიც 14 დეკემბერსა და 15 თებერვალს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროვდა.