“მარტივი დისკუსია არ იყო” – რაზე ისაუბრეს ელჩებმა პარლამენტის თავმჯდომარესთან რამდენიმე საათი | 01.03.2023

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ელჩების შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან  და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან რამდნეიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა.   დიპლომატების ინტერესის საგანი  ე.წ. აგენტების შესახებ რუსული კანონპროექტია, რომლის მიღებას მმართველი პოლიტიკური პარტია აპირებს.  შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში. პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, დისკუსია მარტივი არ ყოფილა.  დიპლომატის განცხადებით, კიდევ ერთხელ დააფიქსირეს პოზიცია, რომ ხალხის ძალის ინიციატივა ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემაც.