პარტია “მოქალაქეები” ომბუდსმენობის კანდიდატად ალევან იოსელიანს წარადგენს | 28.02.2023

სახალხო დამცველის ვაკანტური თანამდებობის დაკავების კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი შეეცდება. პარტია “მოქალაქეები” ომბუდსმენობის კანდიდატად ამავე პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ლევან იოსელიანს წარადგენს. ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ელისაშვილის თქმით, სახალხო დამცველის კონსენსუსით შერჩევა მნიშვნელოვანია, რადგან ის ერთ-ერთია იმ 12 პუნქტიდან რომელიც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს. ელისაშვილი მიიჩნევს, რომ იოსელიანს აქვს რესურსი პარლამენტში 90 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვოს. ელისაშვილი არ მალავს, რომ მასგარკვეული კონსულტაციები ჰქონდა ოპოზიციასთან და მმართველ პარტიასთან.

საქართველოს ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ამოეწურა.  მას შემდეგ ქვეყანას სახალხო დამცველი არ ჰყავს. მის მოვალეობას ამ დრომდე ლომჯარიას პირველი მოადგილე – თამარ გვარამაძე ასრულებს.  გამჭვირვალე პროცესის შედეგად ომბუდსმენის პოსტზე დამოუკიდებელი კანდიდატის დანიშვნა ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია. გასული წლის 22 დეკემბერს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე კენჭი უყარა სახალხო დამცველის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ 19-ვე კანდიდატებს თუმცა, დეოპპუტატებს შოპრის კონსენსუსი ვერ შედგა და პარლამენტმა ახალი ომბუდსმენი ვერ აირჩია.