უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს ნელ-ნელა კლავს. მისი თქმით, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. ამის შესახებ კულებამ უკრაინულ მედიასთან სატელევიზიო ჩართვის დროს ისაუბრა. მისი თქმით, დაიცავს სააკაშვილის უფლებებს, ისევე როგორც სხვა ადამიანების უფლებებს, რომლებსაც უკრაინული პასპორტი აქვთ.
“ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია, საერთოდ არაფერი, რომ საქართველოსთან ურთიერთობა გაგვეფუჭებინა. პირიქით, ბევრი ინვესტიცია ჩავდეთ ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ – საქართველოს ხელისუფლება ნელ-ნელა კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს. რაც უნდათ, ის შეუძლიათ იფიქრონ მასზე, როგორც პოლიტიკოსზე, მაგრამ ჩემთვის, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელისთვის, ის უკრაინის მოქალაქეა. მისი გულისთვის ვიბრძოლებ,” – განაცხადა დმიტრი კულებამ.