ვინ დაიწყო 2008 წლის ომი – ინჯიას ინიციატივას, გამოძიებაზე „ოცნება“ მიესალმება | 28.02.2023

„ევროპელი სოციალისტები“, პროკურატურაში 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ხელმოწერებს აგროვებენ და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. ამის შესახებ  „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  ინჯია ამტკიცებს, რომ მიხელ სააკაშვილმა ომისთვის მზადება ჯერ კიდევ  2007 წელს დაიწყო. დეპუტატი 2008 წელს ომის დაწყებაში  ქართულ მხარეს ადანაშაულებ. ინჯია ამბობს, რომ ეს იყო სააკაშვილის ძირითადი დანაშაული, რომელიც “მიიჩქმალა”.

ფრიდონ ინჯიას  ინიციატივას იზიარებს მმართველი გუნდი. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას  მხარს სიამოვნებით დაუჭერენ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ფრიდონ ინჯიას ინიციატივა კრემლის დაკვეთაა.