აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი აცხადებს, რომ რუსული კანონი უცხოური გავლენის აგენტებზე სტიგმატიზებას მოახდენს და “გააჩუმეს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს”. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა. ნედ პრაისის თქმით, განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს კანონმდებლობა ეფუძნება ამერიკულ „უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის აქტს“ – მცდარია.
“ვიცით საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის შესახებ. ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე მის შესაძლო გავლენასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ ასეთმა კანონმა შეიძლება პოტენციურად შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ევროატლანტიკური მისწრაფებები. შემოთავაზებული კანონი საქართველოს იმ მოქალაქეების დამოუკიდებელი ხმების სტიგმატიზაციას მოახდენს და ჩაახშობს, რომლებიც მოწოდებულები არიან თავიანთი თემებისთვის უკეთესი მომავლის მშენებლობაზე და მიგვაჩნია, რომ ეს ასეა – მიგვაჩნია, რომ ასეთმა კანონმა შეიძლება პოტენციურად შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ევროატლანტიკური მისწრაფებები, რომელსაც ქართველი ხალხი ასე მკაფიოდ გამოხატავს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს კანონმდებლობა ეფუძნება ჩვენს „უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის აქტს“ – აშკარად მცდარია. სინამდვილეში, კანონმდებლობას, რომელსაც ვკითხულობთ, როგორც ჩანს, ფესვები აქვს რუსეთის და უნგრეთის მსგავს კანონმდებლობაში და არა ამერიკულ კანონმდებლობაში,” – განაცხადა ნედ პრაისმა.