არ შევშინდით, არ გავტყდით, არ დავნებდით! – ზელენსკის ვიდეომიმართვა ომისდაწყებიდან ერთი წლის შემდეგ | 24.02.2023

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის ქვეყანაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან გასულ ერთ წელს  ტკივილის, წუხილის, რწმენის და ერთიანობის წელი უწოდა. მან სოციალურ ქსელში ამაღელვებელი ვიდეო გამოაქვეყნა.  პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, 24 თებერვალს მილიონობით უკრაინელმა გააკეთა არჩევანი – არა თეთრი, არამედ ლურჯ-ყვითელი დროშა და არა გაქცევა, არამედ მტრის დახვედრა, წინააღმდგეობის გაწევა და ბრძოლა. უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ეს წელი გამარჯვების წელი იქნება.

“მაშინ ადრე გავიღვიძეთ და აქედან მოყოლებული არ ვიძინებთ.  ვიღაცას ეშინოდა, ვიღაც შოკში იყო, ვიღაცამ არ იცოდა, რა ეთქვა, თუმცა ყველა გრძნობდა, რა გააკეთოს. გზებზე გაჩნდა საცობები, თუმცა ბევრი იარაღის ასაღებად მიდიოდა. ბევრი იდგა საზღვარზე, თუმცა ბევრი სამხედრო კომისარიატებთან.  ჩვენ არ ავწიეთ თეთრი დროშა, არამედ დავიწყეთ ცისფერი და ყვითელი დროშის დაცვა. არ შევშინდით, არ გავტყდით, არ დავნებდით.  ფართომასშტაბიანი ომის წლისთავზე მთავარი შედეგია – ჩვენ გავუძელით, მარცხი არ განვიცადეთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა წელს გამარჯვება მოვიპოვოთ!  ეს იყო სიმყარის წელი. სოლიდარობის წელი. სიმამაცის წელი. ტკივილის წელი. იმედის წელი. გამძლეობის წელი. ერთიანობის წელი. ურყეობის წელი. ურყეობის გაცხარებული წელი. ეჭვი არ გვეპარება, რომ ისინი პასუხს აგებენ. ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ გამარჯვება გველის,” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.