“რუსეთის აგრესია უკრაინაში, წინააღმდეგობის ერთი წელი” | 23.02.2023

ორგანიზაცია “აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” (EECMD), საქართველოში უკრაინის საელჩოსა და უკრაინაში ჰოლანდიის საელჩოს ჩართულობით კონფერენციას მართავს. ღონისძიებას სახელად – “რუსეთის აგრესია უკრაინაში: წინააღმდეგობის ერთი წელი” პოლიტიკოსები, მედიის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ესწრებიან. საერთაშორისო კონფერენციას მიწვევის მიუხედავად არ ესწრება მმართველი პარტია “ქართული ოცნება”. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ პირადად მიმართა საგარეო და თავდაცვის სამინისტროს, ასევე საქართველოს პარლამენტს.