საგანგებო პრეკონფერენცია „ვივამდეში“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით | 22.02.2023

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძმებისკენ მიდის, აქვს სისუსტე, კიდურების ტკივილი, იკვებება არაბალანსირებულად, სხეულის წონა და მასა რჩება ძალიან დაქვეითებული, სააკაშვილი ძირითადად მწოლიარე მდგომარეობაშია – ამის შესახებ სააკაშვილის მკურნალი ექიმი, თამარ დავარაშვილი საუბრობს.  მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ კლინიკა ვივამედში  პრესკონფერენცია გაიმართა. დავარაშვილის გარდა განცხადება გააკეთეს კლინიკის დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ  და ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგმა, სოფო მებუკემ.

სააკაშვილის კლინიკაში ყოფნის 9-თვენახევრიან პერიოდზე ისაუბრა “ვივამედის” ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგმა.  სოფო მებუკე მიხეილ სააკაშვილის წონაში კლების მიზეზად კალორაჟის ნაკლებობას ასახელებს. მისი თქმით, პაციენტი იმ კალორაჟის მესამედს იღებს, რაც მისი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი. ენდოკრინოლოგ ნუტრიციოლოგი ამბობს იმასაც, რომ მესამე პრეზიდენტი დღემდე აგრძელებს თავისი სურვილისამებრ შერჩეული საკვები პროდუქტებით კვებას.

ვივა მედში აცხადებენ, რომ  მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ ცილოვანი დანამატების მიღებაზე თანხმობა თქვა, თუმცა მოგვიანებით შეწყვიტა. ზურაბ ჩხაიძე  ამბობს, რომ ზოგჯერ მასმედიით მიღებული ინფორმაცია, მკურნალობის გაგრძელებაზე უარის თქმის საფუძველი ხდება.

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში შემოსვლის დღიდან ყველაფერი კეთდება პაციენტის მკურნალობისთვის. თუმცა, პაციენტს აქვს სრული შეუგუებლობა იმ პირობებისადმი, რა პირობებშიც ის იმყოფება. ზურაბ ჩხაიძის თქმით მიხეილ სააკაშვილი თავადაც ამბობს, რომ რეკომენდაციებს შეასრულებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავისუფალი იქნება.