მწვავე პოლიტიკური განცხადებები სესიაზე | 21.02.2023

“ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონმდებლებს შორის დაპირისპირების მთავარი საკითხი იყო პელნარულ სხდომაზე. ოპოზიციონერი დეპუტატები “ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების კანონს ანტიკონსტიტუციურად  და ანტისახელმწიფოებრივად აფასებენ.  ოპოზიციის მიმართვის მთავარი ადრესატი, დღეს, “ქართული ოცნება” იყო, რადგან მიაჩნიათ რომ  ხალხის ძალის ამ კანონის მიღმა,სინამდვილეში  მმართველი გუნდი დგას.  “ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს “დამსახურებული აგენტიც კი” უწოდა.

ოპოზიციონერი დეპუტატების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა უკრიანის საკითხიც. ხელისულფების ოპონენტების კრიტიკას მმართველი გუნდის გადაწყვეტილება იწვევს, რომლის მიხედვითაც   “ქართული ოცნება”, ომიდან ერთი წლის თავზე,  უკრიანაში ჩასვლაზე უარს ამბობს.