„ლელოს“ ლიდერები უკრაინაში ომის დაწყების წლისთავისადმი მიძღვნილ რადას საგანგებო სხდომას დაესწრებიან | 21.02.2023

პარტია „ლელოს“ ლიდერები უკრაინაში გაემგზავრნენ.  დელეგაციის წევრები, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების  წლისთავისადმი მიძღვნილ რადას საგანგებო სხდომას დაესწრებიან. 3 დღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება უკრაინის მმართველი პარტიისა და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან. “ლელოს” დელეგაციიის შემადგენლობაში მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია არიან. როგორც პარტიის ლიდერები ამბობენ, ვიზიტის ფარგლებში, კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ, რომ ქართველი ხალხი უკრაინის გვერდითაა.

უკრაინაში წასვლაზე უარს ამბობს “ქართული ოცნება”. მმართველი გუნდი ამბობს, რომ  ომში მყოფ ქვეყანასთან  პარტნიორობა ცალმხრივი ვერ იქნება.