„თავისუფლება მიშას“-ამ ლოზუნგით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია, დღეს მსოფლიო 17 სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, თბილისში გაიმრთა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, სხვა ოპოზიციურ პარტიის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები, კანცელარიასთან შეიკრიბნენ . აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი ჰქონდათ, ბანერები და დროშები წარწერით “თავისუფლება მიშას”. აქციის ორგანიზატორები, მთავრობისგან, საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით, მესამე პრეზიდენტის, გათავისუფლებას ითხოვენ. მათი თქმით, მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება, პირდაპირ კავშირშია, ქვეყნის ევროპულ მომავალთან და მთავრობამ ეს უნდა შეასრულოს.
აქციაზე მივიდა მიხეილ სააკაშვილის დედა. გიული ალასანია მადლიერა, აქციის ორგანიზიატორებისა და მონაწილეების, მისი თქმით, დრო ცოტაა და მათი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
აქციის ორგანიზატორების თქმით, უწყვეტი აქციებით, ხელისუფლეას დისკომფორტს შეუქმნიან მანამდე, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.