“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ომის წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის რადამ სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მიიწვია კიევში. მისი განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” ჩასვლაზე უარი თქვა.
გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ და თქვა, რომ უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების სივრცე არ რჩება.