ბაიდენის მოულოდნელი ვიზიტი კიეევში -ამერიკა თქვენს გვერდზე დგას იმდენს ხანს, რამდენიც საჭირო იქნება | 20.02.2023

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინაში ჩავიდა. მედიაში გავრცელდა ბაიდენის კადრები, რომელიც კიევში, მიხაილოვსკის მოედანზეა გადაღებული. ვიდეოში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმა ისმის.

ჯო ბაიდენი  პრეზიდენტის სასახლეში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და პირველ ლედის, ოლენა ზელენსკას შეხვდა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტისას უკრაინისთვის დამატებით ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულის დახმარება  დააანონსა.    ბაიდენმა აღნიშნა, რომ დახმარება მოიცავს სამხედრო აღჭურვილობას, მათ შორის საარტილერიო საბრძოლო მასალას, დამატებით ჯაველინებსა და ჰაუბიცებს. ჯო ბაიდენი ასევე  აცხადებს, რომ უკრაინას მიაწვდიან სამხედრო დახმარებას, ასევე, დამატებითი სანქციები დაწესდება ელიტებისა და კომპანიების წინააღმდეგ.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან დღეს გამართული მოლაპარაკებები ნაყოფიერი და ძალიან გადამწყვეტი იყო.