ამერიკელი სენატორების ჯინ შაჰინის და დიკ დურბინის შეხვედრები თბილისში და გზავნილები | 20.02.2023

ამერიკელმა სენატორებმა,  ჯინ შაჰინმა და  რიჩარდ დურბინმა,  თბილისში, ორ დღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ, სემაჯამებელი პრესკომფერენცია გამართეს. სენატორებმა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება შეაფასეს.  სენატორები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას,  მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის სურვილს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. მათ მედია თავისუფლებაზე გაამახვილეს ყურადღება და თქვეს, რომ თუ საქართველოს EU-ში გაწევრიანება სურს, უნდა გაითვალისწინოს ევროკავშირის რეკომენდაცია, სადაც მთავარი მიმართულება მედიის თავისუფლებაა”.

პრესკონფერენციაზე, ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, მესამე პრეზიდენტის მდგომაროება იყო. ამერიკელი სენატორის რიჩარდ დურბინის თქმით, მიხეილ სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიოს. ასევე თქვა, რომ თვალყურს ადევნებს მესამე პრეზიდენტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ხედავს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება.

მანამდე, სენატორებს პრემიერ-მინინტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა.  მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ამ პარტნიორობის შედეგად სხვადასხვა სფეროში მიღწეული პროგრესი.   პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ აძლიერებს ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა და მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, თავდაცვის შესაძლებლობებს და ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. შეხვედრაზე იმსჯელეს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე.  ასევე განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების ვითარება და გამოწვევები და ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას.

სენატორები, დღესვე, სხვადასხვა სფეროს ექსპერტებს შეხვდნენ, შეხვდერას,  შავი ზღვის უსაფრხოების ექსპერტებთან ერთად,  ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი  ესწრებოდა. ყიფიანის თქმით,  შეხვედრაზე, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე და შავი ზღვის უსაფრთოხების საკითხებსა და გეოპოლიტიკაზე ისაუბრეს.

ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი, დღეს დილით,  ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ,  შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანიც. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკელ სენატორებთან, ჯინ შაჰინთან და დიკ დურბინთან შეხვედრისას ევროინტეგრაცია, უკრაინაში მიმდინარე ომი და შავი ზღვის რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო განიხილა.  უწყების ცნობით, სენატორებმა აღნიშნეს, რომ აფასებენ საქართველოს პრეზიდენტის როლსა და პოზიციას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.

პირველი შეხვედრები სენატორებმა, გუშინ, უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებთან,დახურულ ვახშამზე გამართეს. სენატორები  დაინტერესდნენ, როგორ ასრულებს ქვეყანა ევროკავშირის 12 რეკომენდაციას, ასევე, ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე. ოპოზიცის თქმით, სენატორები აკრიტიკებენ ხელიფულებას, 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშრებით.  და ეს ოცნებას არ მოსწონს. შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ, ირკალი კობახიძე და არჩილ თალაკვაძეც, თუმცა, ისინი შეხვედრაზე არ მისულან.