ამერიკელი სენატორების ვიზიტი თბილისში გრძელდება. ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანიც. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკელ სენატორებთან, ჯინ შაჰინთან და დიკ დურბინთან შეხვედრისას ევროინტეგრაცია, უკრაინაში მიმდინარე ომი და შავი ზღვის რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო განიხილა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სენატორებმა აღნიშნეს, რომ აფასებენ საქართველოს პრეზიდენტის როლსა და პოზიციას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.
პირველი შეხვედრები სენატორებმა გუშინ უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებთან, დახურულ ვახშამზე გამართეს. სენატორები დაინტერესდნენ, როგორ ასრულებს ქვეყანა ევროკავშირის 12 რეკომენდაციას, ასევე, ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე. ოპოზიცის თქმით, სენატორები აკრიტიკებენ ხელიფულებას, 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშრებით და ეს ოცნებას არ მოსწონს. შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ, ირკალი კობახიძე და არჩილ თალაკვაძეც, თუმცა, ისინი შეხვდრაზე არ მივიდნენ.
დღის ბოლოს სენატორები, თბილისში, ორდიანი ვიზიტის შესახებ, შემაჯამებელი პრესკონფერენციას გამართავენ. გავრცელებული ინფორმაციით, სენატროებს, მესამე პრეზიდენტის, კლინიკა „ვივა-მედში” მონახულების სურვილი ჰქონდთ, თუმცა, პენიტენციურმა სამსახურმა ვიზიტის ნებარტვა არ გასცა.