“სანამ “აგენტების” სხვაგან ძებნას დაიწყებთ, თქვენი თანაგუნდელების ბიოგრაფიებით ხომ არ დაინტერესდებოდით?” – ასე პასუხობს, მოძრაობა “სირცხვილია” პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებას. მოძრაობა პაპუაშვილს იმ დონორების ჩამონათვალს უგზავნის, რომლებიც მათ ფინანსურად ეხმარებიან. “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრისას პაპუაშვილმა მაგალითად “სირცხვილია” დაასახელა, რომელსაც ძალადობრივი ორგანიზაცია უწოდა და თქვა, რომ უცნობია საიდან ფინანსდებიან ისინი.
“შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili სანამ “აგენტების” სხვაგან ძებნას დაიწყებთ, თქვენივე გუნდის წევრების ბიოგრაფიებით ხომ არ დაინტერესდებოდით? ასე მაგალითად: ირაკლი კობახიძე, 2006-2014: გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ექსპერტი და მენეჯერი. თავად თქვენ, 2017-2020წლები: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი. სოზარ სუბარი, 1995-2000 წლები : ლონდონის “ომისა და მშვიდობის რეპორტაჟების ინსტიტუტის” კორესპონდენტი და IREX-ის კანონის უზენაესობის პროექტის დირექტორი. ბიოგრაფიების შესწავლისას შემთხვევით წავაწყდით: რამინა (რიმა) ბერაძე: 1985-1991 წლები- რაიკომის მდივანი,” – “სირცხვილიას” პასუხი შალვა პაპუაშვილს.