რომან გოცირიძემ “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა | 17.02.2023

რომან გოცირიძე  „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ ამოწურა შესაძლებლობები პოლიტიკური საქმიანობა პარტიის ფარგლებში გააგრძელოს.

მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო ნაციონალური მოძრაობა. ჩავთვალე, რომ ამ ეტაპზე ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები გავაგრძელო პარტიის ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობა.  მინდა წარმატებები ვუსურვო ნაციონალურ მოძრაობას და ყველა მის მხარდამჭერს.  მადლობა ყველას მრავალწლიანი თანამშრომლობისათვის, ნდობისათვის და კეთილი ურთიერთობებისათვის,” – წერს რომან გოცირიძე.