პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მიუნხენის 59-ე უსაფრთხოების კონფერენციის გახსნას დელეგაციასთან ერთად დაესწრო. ა მიუნხენის უსაფრთხოების 59-ე კონფერენცია კონფერენციის თავმჯდომარემ კრისტოფ ჰოისგენმა გახსნა. გახსნის ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მსოფლიოსთან ვაჭრობით რუსეთი თავისუფალი დროის მოგებას ცდილობს.
“ვფიქრობ, რომ კონფერენციის ამ ნაწილს „დავითი დნეპროზე“ უკრაინის პატივსაცემად, უკრაინელი ხალხის პატივსაცემად შეურჩიეს, რომელიც არამარტო საკუთარი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს დაცვას ცდილობს გოლიათისგან. დღეს დავითი არის ყველა, ვინც ფიქრობს, რომ უნდა დამარცხდეს გოლიათი, რომელსაც ჩვენი ცხოვრების განადგურება სურს.ჩვენ უნდა დავაჩქაროთ შეთანხმებები, დავაჩქაროთ მიწოდება, დავაჩქაროთ ჩვენი გადაწყვეტილებები, რათა შევზღუდოთ რუსეთის პოტენციალი. დაჩქარების გარდა, ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. ეს არის სიჩქარე, რომელზეც დამოკიდებულია სიცოცხლე. გაჭიანურება მუდამ იყო და ახლაც არის შეცდომა. კრემლმა უნდა წააგოს, ამის ალტერნატივა არ არსებობს, ვინაიდან მას უსაფრთხოების განადგურება სურს. გადაწყვეტილებებს თუ დააყოვნებთ – ეს პუტინის დიქტატურისთვის რესურსი იქნება. ასე იყო წლების განმავლობაში,” – განაცხადა ზელენსკიმ.