დიდთოვლობა საქართველოს რეგიონებში | 17.02.2023

საქართველოს რეგიონებში ინტენსიურად თოვს. მაღალმთიან აჭარაში- ხულოს მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა ორ მეტრს გადააჭარბა. დაბაში კი დაახლოებით მეტრნახევარია. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. აჭარის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებებში. სამუშაოებში ჩართულია 80 ერთეული მძიმე ტექნიკა.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ამ დროისთვის, იმერეთის მასშტაბით საავტომობილო გზები ინტენსიურად იწმინდება.  ცენტრალურ მაგისტრალზე ამ დროისთვის პრობლემები არ არის.