საქართველოს სჭირდება დებიძინიზაცია, დეოლიგარქიზაცია – რას ამბობენ ევროდეპუტატები მიღებულ რეზოლუციაზე | 16.02.2023

ევროდეპუტატების მიერ მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ  გადაყვანისა და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნის შესახებ, ევროპარლაემნტში,  გუშინ მიღებულ რეზოლუციას, ევროპელი პოლიტტიკოსები ეხმაურებიან. ევროპარლამენტმა მიიღო უკიდურესად აუცილებელი რეზოლუცია მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობაზე“-ამის შესახებ, ევროპალრამენტარი, რასა იუკნევიჩიენე, ტვიტერზე წერს,

რეზოლუციას ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიც და   წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი არის  მთავრობა. მისი თქმით, საკითხი, ჰუმანიტარულ საფუძველზე, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოგვარდეს.

ევროპარლამენტში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციას მხარი 577-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი წავიდა, 26-მა კი – თავი შეიკავა.ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ, ხოლო პრეზიდენტს შეწყალებისკენ მოუწოდებენ. დ;ოკუმენტის  შესწორების ნაწილში მოხვდა ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჩანაწერიც, რომლის თანახმადაც ევროპარლამენტარები პარტნიორებს მოუწოდებენ, მისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ.