„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა“ | 16.02.2023

ნიკა გვარამიას გათავისუფლების  მოძრაობა დაფუძნებულია.  ახალ ორგანიზაციას საფუძველი  მთავარი არხის დაპატიმრებული გენერალური დირექტორის მეგობრებმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ჩაუყარეს, სიმბოლურად იმ ადგილას სადაც გვარამია სასჯელს იხდის.  რუსთავის ციხესთან ნიკა გვარამიას მეგობრები, “რა, სად, როდის” კლუბის წევრები და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.  მოძრაობის წევრები გვარამაის გასათავისუფლებლად სხვადასხვა კამპანიას აანონსებენ. ამბობენ, რომ კოორდინაცია ექნებათ როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ საერთაშორისო პარტნიორებთან. ერთ-ერთი პორველი კი რასაც ორგანიზაციის წევრები აანონსებენ,  საქართველოს მეხუთე პრეზიდნეტთან სალომე ზურაბშივლთან შეხვედრაა.  მათი თქმით, გვარამიას ციხეში ყოფნა სახელმწიფოს ინტერესებს და ევროპულ მომავალს აზიანებს.

მედიის წარმომადგენლები პირდაპირ ამბობენ, რომ ნიკა გავრამია პოლიტიკური პატიმარია და ის სასჯელს  კრიტიკული აზრისთვის იხდის. მათი  თქმით, მაშინ როდესაც ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი წყდება, ევროპული რეკომენდაციების სრულად შესრულება წარმოუდგენელია, თუ მედიის მენეჯერებს “ქართული ოცნების” ხელისუფლება ციხეში გამოკეტავს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ 2022 წლის 16 მაისს ცნო. მას 3 წლითა და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც. პროკურატურა “მთავარი არხის” დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.