“ირაკლი რუსი – მოღალატე”- ბანერები თბილისის ცენტრალურ ქუჩებში | 16.02.2023

“ირაკლი რუსი – მოღალატე” – ამ შინაარსის ბანერები თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გვიან ღამით გამოჩნდა. სამოქალაქო აქტივისტებმა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბოლოდროინდელი ანტიდასავლური განცხადებების გამო ამ ფორმით გამოხატეს პროტესტი. სამოქალაქო საზოგადოების წევრების თქმით, კობახიძის განცხადებები მოღალატეობრივია და წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის ევროპულ მომავალთან. სწორედ ამიტომ საპროტესტო პოსტერებზე ირაკლი კობახიძისა და “ქართული ოცნების” დამფუძნებელის, ბიძინა ივანიშივლის გვერდით  ვლადიმერ პუტინის გამოსახულებაა. აქტივისტები ამბობენ, რომ რუსი პროპაგანდისტების წინააღმდეგ კამპანია მომავალშიც გაგრძელდება.