ძალიან გამხდარია, აქვს ტკივილები, უჭირს ლაპარაკი – მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე | 14.02.2023

მესამე პრეზიდენტი ძალიან გამხდარია, აქვს ტკივილები, უჭირს ლაპარაკი. ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ისაუბრა. მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ არასდროს უნახავს ადამიანი ისეთ მძიმე მდგომარეობაში, როგორშიც მიხეილ სააკაშვილია.  სასულიერო პირი ფიქრობს, რომ სააკაშვილი   სამკურნალოდ უცხოეთში უნდა გადაიყვანონ.