მიიღებს თუ არა ევროპარლამენტი ივანშივლის პერსონალური სანქციების შესახებ რეზოლუციას? | 14.02.2023

მიიღებს თუ არა ევროპარლამენტი ბიძინა ივანშივლის პერსონალური სანქციების დაწესების მოთხოვნის შესახებ რეზოლუციას? –  ევროდეპუტატები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ რეზოლუციას კენჭს სავარაუდოდ ხვალ  უყრიან.  ევროპარლამენტში რეზოლუციის ხუთი პროექტია  წარდგენილი, რომელთაგან ორში ბიძინა ივანიშვილის შესახებაც არის საუბარი. ცნობილია, რომ დეპუტატები კენჭისყრაზე ბიძინა ივაშვილის დასანქცირებასთან ერთად მიხიელ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურანლდო აგდაყვანასაც მოითხოვენ.

ევროპარლამენტის რეზოლუციებში ბიძინა ივანიშივლის შესახებ გაკეთებული ჩანაწერები კატეგორიულად მიუღებელია “ქართული ოცნებისთვის”.  მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები რეალობას არის  აცდენილი. “ქართულ  ოცნებაში” ამბობენ, რომ ივანიშვლის წინააღმდეგ ორკესტირებული შეტევა მიმდინაროებს. ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ ეს არ იქნება ერთადერთი რეზოლუცია რომელსაც ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ მიიღებს.