ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ რობინ დანიგანი ამჟამად არის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში. დანიგანი მუშაობდა აშშ-ს საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში. საუბრობს ესპანურ და გერმანულ ენებზე. რობინ დანიგანი საქართველოში კელი დეგნანს შეცვლის, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩად 2020 წლიდან მუშაობს.