პრეზიდენტის ინსტიტუტზე თავდასხმა – ასე აფასებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის გამოჩენას. სალომე ზურაბიშვლის რეზიდენციაში გენერალური ინსპექცია დღეს დილით შევიდა. ინსპექციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ერთ-ერთ ნამუშევარს “ძალიან უმნიშვნელო დაზიანება აქვს”.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მათ არ იციან სად დაზიანდა ნამუშევრები. სალომე ზურაბიშვილის მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში, კონსტანტინე ნაცვლიშვილი ამბავს პოლიტიკურ თავდასხმად აფასებს. კონსტანტინე ნაცვლიშვილი კულტურის სამინისტროს ნაბიჯს პრეზიდენტის გუშინდელ ფეიბუქ პოსტს უკავშირებს სადაც ზურაბიშივლმა საქართველოს მთავრობა სანდრო სულაბერიძის წარწერის გამო საქმის აღძვრისა და ხელოვანების საპროტესტო აქციაზე, პოლიციის მობილიზების გამო გააკრიტიკა.