შეერთებული შტატები საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, უკრაინაში ომისა და რუსული სამართალდამცავი ორგანოების მიერ თვითნებური დაპატიმრების ან შევიწროების რისკის გამო, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი.
„აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ რუსეთში, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ქვეყანა. გამოიჩინეთ სიფრთხილე უკანონო დაკავების რისკის გამო. არ იმოგზაუროთ რუსეთში“, – აღნიშნულია მოსკოვში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.