გადაიყვანეთ საქართველოს მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ – საპროტესტო აქცია “ქართული ოცნების” ოფისთან | 13.02.2023

“გადაიყვანეთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამკურნალოდ” ამ მოთხოვთით “ნაციონალურმა მოძრაობამ” პარტია “ქართული ოცნების” ოფისთან საპროტესტო აქცია გამართა. ოპოზიციური პარტიის წევრებმა  მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პლაკატები გაშალეს, წარწერით „თავისუფლება მიშას“. ადგილზე იყო შეძახილები – “რუსეთის მარიონეტებო, წადით!”

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტი არ შეწყდება.