“ქართული ოცნების” პრორუსული გზავნილები კვლავ პოლიტიკური განხილვის და კრიტიკის საფუძლველია | 10.02.2023

“ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებები პოლიტიკური განხილვის და კრიტიკის საფუძლველი გახდა.  მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ რუსული არმიის უპირატესობაზე ისაუბრა- მსგავსი შინაარსის განცხადებები გააკეთეს მისმა თანაგუნდელებმაც.  “ქართული ოცნების” მაღალი თანამდებობის პირების რიტორიკამ სამოქალაქო ატივისტების პროტესტი გამოიწვია. ისინი  “ქართული ოცნების” დეპუტატს მამუკა მდინარაძეს  ტელეკომპანია “იმედდთან” დახვდნენ და მისი განცხადებების გამო პასუხებს სთხოვდნენ. “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზდრული ფრთის წარმომადგნელებს აინტერესებდათ რატომ იმეორებს საქართველოს ხელისუფლება  რუსულ ნარატივს ერთი ერთში. პასუხად კი მდინარაძისგან გინება მიიღეს.

“ქართული ოცნების” პრორუსული გზავნილების შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” ახალი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს პუტინის ლაქიად მოიხსენიებს. ლევან ხაბეიშვილის თქმით,   კობახიძე იმსახურებს, იყოს მარგარიტა სიმონიანის, სალავიოვის გვერდით სანქცირებულთა სიაში, როგორც მთავარი  პუტინისტი საქართველოში.

პრორუსული განცხადებების გამო ირაკლი კობახიძეს მოღალატეს და ლაჩარი  უწოდა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ. “ქართული ოცნების” პროპაგანდისტული განცხადებები მიუღებელია სხვა ოპოზიციური პარტიებისთვისაც.

მმართველი პარტიიის განცხადებები იმდენად ღიად პრორუსული იყო, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა გუშინ დღის ბოლოს განცხადება გაავრცელა. სალომე ზურაბიშივლი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” გზავნილები ყველა პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ლიდერის განცხადებებთან წინააღმდეგობაშია. პრეზიდენტის თქმით, “ჩვენი დეფეტიზმი ანუ დამარცხების მიღება ბრძოლის გარეშე უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან”.