მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა | 06.02.2023

გადაწყვეტილება მიღებულია მოსამართლე გიორგი არევაძემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობამიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე. განაჩენის გამოცხადებას სასამართლოდ არბაზში ხმაური მოჰყვა.

დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს, რის შემდეგაც, მოსამართლემ გადაწყვ ეტილება გამოაცხადა. დასკვნით სიტყვაში სააკაშვილის უფლებადამცველმა თქვა,  რომ  მოწინააღმდეგე მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი დოკუმენტი რომელიც მიხეილ სააკაშივლისთვის დასმულ დიაგნოზებს გააქარწყლებდა.

სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობას პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ და როგორც იურისტმა ნიკა აბრამიშვილმა განაცხადა, შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა  სასამართლოზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას თქვეს, რომ მიხიელ სააკაშვილი საქართველოში იღებს ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას. თუმცა მსჯავრდებული სამედიცინო მომსახურების მიღებაზე უარს თავად ამბობს.  პენიტენციურის წარმომადგნელების თქმით,  სააკაშვილი საკვებს იღებს შერჩევითად და მცირე ოდენობით და არის თვითდაზიანების მიყენების მცდელობა. მათი შეფასებით, მიზანი  ნებისმიერი გზით სასჯლეისაგან თავის არიდებას ემსახურება.

სასამართლო განაჩენს სოციალურ ქსელში ეხმაურება თავად მიხეილ სააკაშვილი. “მე ვერაფერი გამტეხავს!  ახლა გაბრაზების და ბრძოლის დროა!  ყველა ძალის გაერთიანების დროა! ჩვენ რუსეთზე გადასაცემი საქართველო არ გვაქვს!” წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.