“შეშფოთებული ვართ პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ბოლოდროინდელი ცნობებით და ფოტოებით” – ამის შესახებ ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ Freedom House-მა, twitter-ზე დაწერა. ორგანიზაციის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და კეთილდღეობაზე სანამ ის პატიმრობაშია და მოვუწოდებთ მათ უზრუნველყონ დაუყოვნებლივი და სრული სამედიცინო დახმარება”