ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა | 03.02.2023

ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით ანალიტიკური ანგარიში წარადგინა. დოკუმენტი ასახავს სიტუაციას 2022 წლის ივნისის მდგომარეობით, როდესაც ევროკომისიამ საქართველოს განაცხადის შესახებ საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნა. ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში ვალდებულებების განსახორციელებლად. ქვეყანაში მოქმედებს რამდენიმე სტრატეგია, განსაკუთრებით ტერორიზმთან და მიგრაციასთან საბრძოლველად. კანონმდებლობა ზოგიერთ სფეროში, განსაკუთრებით უცხოელებისა და თავშესაფრის საკითხებთან მიმართებით, ძირითადად, შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას, თუმცა, ინსტიტუციური თანამშრომლობა და კოორდინაცია სუსტია და ამის შედეგად განხორციელება ზოგჯერ არადამაკმაყოფილებელია.

ევროკომისიის ანგარიშს, პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საკუთარ facebook გვერდზე გამოეხმაურა. როგორც  ზურაბიშვილი წერს, „ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისია საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით დადებითად აფასებს, ასევე,  პრეზიდენტი ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანალიტიკურ ანგარიშზე აღნიშნავს, რომ ეს პოზიტიური შეფასება მისასალმებელია.

“მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობას და საქართველოს სახელმწიფო სამსახურს ამ ძალზე დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება,” – ასე ეხმაურება საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ ანგარიშს.

ანგარიში მომზადდა საქართველოს ხელისუფლების მიერ შევსებული კითხვარის საფუძველზე, რომელიც ბრიუსელში გასული წლის ზაფხულში გაიგზავნა. მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობასა და საქართველოს სახელმწიფო სამსახურს ამ ძალზე დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება. ანგარიშში აღწერილია ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით საქართველოს მზადყოფნის ხარისხს 33 სხვადასხვა სექტორში. რასაკვირველია, ცალკეული მიმართულებით საჭიროა მეტი მუშაობა და, რასაკვირველია ევროკავშირი, ჩვენ მზად ვართ, საქართველოს სახელმწიფო სამსახურს წინსვლაში დავეხმაროთ. თუმცა, ჩემი აზრით, ზოგადი შეფასება ძალიან დადებითია.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინა. ქართულმა ოცნებამ ევროკომისიისგან მიიღო კითხვარი, რომელიც პასუხებით ბრიუსელს დაუბრუნა. 2022 წლის თებერვალსა და მარტში ევროკავშირის წევრობის განაცხადები წარადგინეს უკრაინამ და მოლდოვამაც. ივნისში, ევროკავშირმა ამ ორ ქვეყანას  კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს – ევროპული პერსპექტივა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს.