მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას,გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება – არასამთავრობოები | 02.02.2023

“მივმართავ ორგანიზაცია „ემპათიას“ და მის ხელმძღვანელს, ნუ ეთამაშებიან პაციენტის სიცოცხლეს – ფაქტია, რომ სააკაშვილი მათ რეკომენდაციებს ასრულებს” – ეს განცხადება, დღეს, კლინიკა „ვივა-მედის“ დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ გააკეთა. ზურაბ ჩხაიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი იღებს საკვების იმ მინიმალურ კალორაჟს, რომელიც სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებისთვის აუცილებელია.

მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით, დღეს, კომენტარი, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გული ალასანიამ გააკეთა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ არის ცალკეული ადამიანი. ეს არის ადამიანი, რომლის შესახებაც რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანმა ორგანიზაციამ რეზოლუცია მიიღო.

სამოქალაქო სექტორი მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს სასამართლოს, მიიღოს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისი გადაწყვეტილება. ორგანიზაციები ამბობენ, რომ ომბუდსმენის დასკვნის თანახმად, არსებობს სასჯელის გადავადების საფუძველი და მისი მკურნალობა მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკაშია შესაძლებელი, რაც გამოკითხულმა მოწმეებმაც დაადასტურეს. განცხადებას, 17 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.

მიხეილ სააკაშვილისსათვის, სასჯელის გადავადბეის ან სასჯელისაგან გათავისუფლების თაობაზე  სასამართლო პროცესი, საქალაქო სასამართლოში, ხვალ გაიმართება.