მოქალაქეები მერიას უნდობლობას უცხადებენ – ვარკეთილის მეტრო 2 თვით დაიხურება | 01.02.2023

ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია “ბადა კონსტრაქშენი“ განახორციელებს.  ხელშეკრულებით სამუშაოები 9 თებერვალს დაიწყება და   18 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციის შესახებ, დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. როგორც კახა კალაძემ განმარტა, მეტროს დახურვა, სავარაუდოდ, ივნისიდან აგვისტომდე მოუწევთ.  ვარკეთილის მიმართულებით კი ავტობუსების რაოდენობა დაემატება, რომ მგზავრებმა კომფორტულად გადაადგილება შეძლონ.