ვინც არ აკმაყოფილებს სახელმწიფოსა და საზოგადოების მოთხოვნებს, არ უნდა ისხდნენ სავარძლებში -ზელენსკი | 01.02.2023

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას ჯერ არ დაუსრულებია საკადრო ცვლილებები ქვეყნის ხელმძღვანელობაში და ყველას, ვინც არ დააკმაყოფილებს სახელმწიფოსა და საზოგადოების მოთხოვნებს, სამსახურიდან გაათავისუფლებენ.  ზელენსკიმ უკრაინაში ახალი რეფორმების მომზადებაზეც ისაუბრა.

“ახლა არის გარკვეული საკადრო სიმშვიდე. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა საჭირო ნაბიჯი უკვე გადაიდგა. გადაწყვეტილებები მიიღება. სისტემაში ვინც არ აკმაყოფილებს სახელმწიფოსა და საზოგადოების ფუნდამენტურ მოთხოვნებს, არ უნდა ისხდნენ სავარძლებში. რეფორმები, რომლებიც შეცვლის სოციალურ, სამართლებრივ და პოლიტიკურ რეალობას მრავალი ასპექტით – მათ უფრო ჰუმანურს, გამჭვირვალეს და ეფექტურს გახდის,“ – განაცხადა ზელენსკიმ.