აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი ჯანდაცვის სამინისტროსთან | 01.02.2023

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი  ჯანდაცვის სამინისტროსთან.  მშობლები ხელისუფლებისგან  ითხოვენ, დაფინანსდეს  სპეციალური პრეპარატი, რომელიც ბავშვების ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. აქციის მონაწილეების თქმით, მედიკამენტი, რომელიც მათი  შვილებისთვის  ყოველდღიურად  აუცილებელია ძვირი ღირს. ამბობენ, რომ 10 ინექციის ფასი თითქმის 10 ათასი დოლარია.