აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი ჯანდაცვის სამინისტროსთან. მშობლები ხელისუფლებისგან ითხოვენ, დაფინანსდეს სპეციალური პრეპარატი, რომელიც ბავშვების ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. აქციის მონაწილეების თქმით, მედიკამენტი, რომელიც მათი შვილებისთვის ყოველდღიურად აუცილებელია ძვირი ღირს. ამბობენ, რომ 10 ინექციის ფასი თითქმის 10 ათასი დოლარია.