გადაჰყვათ თუ არა მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში | 31.01.2023

გადაჰყვათ თუ არა მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციურ განყოფილებაში – ამ კითხვაზე პასუხი ამ ეტაპზე ბუნდოვანია. კლინიკა “ვივა მედის” გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში არ არის გადაყვანილი და ის პალატაში იმყოფება, ხოლო ცოტა ხნის წინ, გიორგი ჩალაძემ კლინიკა “ვივამედთან” გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში გადაჰყავთ.  მალევე, “ვივამედთან” მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ.

მანამდე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მედიას ინფრომაცია კლინიკის დირექტომა, ზურაბ ჩხაიძემ მიაწოდა. მას  ჟურნალისტებთან არ უთქვამს, რომ  ყოფილი პრეზიდენტი შესაძლოა რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანონ. პირიქით, ის ამბობდა, რომ   მიხეილ სააკაშვილს ლაბორატორიული მონაცემების კუთხით გაუმჯობესება აღენიშნება. „ვივამედის“ დირექტორის თქმით, სააკაშვილის „პისიარ“ ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. ასევე, მან მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვის ეპიზოდზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს დაზიანება არ აღენიშნება. პარალელურად ზურაბ ჩხაიძე მისი და მისი ოჯახის ასევე მედ პერსონალის მიმართ მუქარის შესახებ საუბრობს. ამბობს, რომ  კლინიკის პერსონალი  წარმოუდგენელი წნეხისა და მუქარის ქვეშ მუშაობს, როგორც ზურაბ ჩხაიძე აღნიშნავს, ყველა მუქარას შესაბამისი სამართლებრივი პასუხი გაეცემა.