“ქართული ოცნება” რუსეთისადმი სიყვარულს უკვე აღარც მალავს – ადამ კინზინგერი | 25.01.2023

ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი CNN-თან დაკავშირებით “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება და წერს,  რომ “ქართული ოცნება” რუსეთისადმი სიყვარულს უკვე აღარც მალავს”.    მისი შეფასებით, ეს “ძალიან სამწუხაროა”. ირაკლი კობახიძემ რამდენი დღის წინ  ვრცელი განცხადება გაავრცელა CNN-ის წამყვანის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის დასმულ კითხვაზე. ინტერვიუში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაზე ევროკომისიის პრეზიდენტისადმი ჟურნალისტის კითხვას კობახიძემ ყალბი უწოდა და განაცხადა, რომ “კარგად ჩანს, რამდენად მასშტაბურია კოორდინაცია, რომელიც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული“.