დაკავება თანხის სანაცვლოდ, სტუ-ში გამოცდების გარეშე ჩარიცხვის დაპირებისთვის | 24.01.2023

დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს, თანხის სანაცვლოდ, თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვას ჰპირდებოდა გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაზარალებულებს არწმუნებდა, თითქოსდა როგორც თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანს, ფულადი თანხების – 3000 – 5000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, ამავე უნივერსიტეტში სტუდენტების ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე შეეძლო.   დანაშაული  ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობას  ითვალისწინებს.