“24 თებერვალს შევიკრიბოთ მთელი საქართველო რუსთაველზე”! | 23.01.2023

24 თებერვალს რუსთაველზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. განცხადება ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების – “დროას”, “გირჩი-მეტი თავისუფლების” და “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებმა საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.  მათი თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღეს რუსთაველის გამზირზე კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ საქართველოს ევროპული განვითარების მომავალი აქვს.

ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ სოლიდარობის აქციები 24 თებერვალს დაიწყება და მზარდი იქნება.