ნივთმტკიცებების გამოკვლევა და მორიგი ექიმის დაკითხვა მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე | 23.01.2023

თბილისის საქალაქო სასამართლოში სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეს განიხილავენ,  სხდომა ნივთმტკიცებულებების გამოკვლევით დაიწყო. სასამართლო დარბაზში გახსნეს  სან-ფრანცისკოს ლაბორატორიიდან გამოგზავნილი ყუთი, სადაც სააკაშვილის თმის ღერის ფრჩხილისა და  მუცლის ცხიმის  ნიმუშებია.  მტკიცებულებებს პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები და დაცვის მხარე ერთად გაეცნენ. პენიტენციური სამსახურის მხარე ამბობდა, რომ მტკიცებულებები ამერიკულ ლაბორატორიაში ნორმის დარღვევით გაიგზავნა. დღევანდელ სხდომაზე კი დაცვის მხარემ მტკიცებულებები დალუქულ მდგომარეობაში წარადგინა. ნივთიერი მტკიცებულებები ამერიკულმა ტოქსიკოლოგიურმა ლაბორატორიამ მოსამართლის გიორგი არევაძის სახელზე გამოაგზავნა.