თქვენ გაქვთ ძალაუფლება, უზრუნველყოთ გამარჯვება, რუსულ იარაღად რჩება დრო – ზელენსკის მიმართვა | 20.01.2023

“დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ გაგრძელდება მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება” – განცხადება ამერიკის თავდაცვის მდივანმა რამშტაინის შეხვედრის გახსნისას გააკეთა.  ლოიდ ოსტინმა მოკავშირეებს უკრაინის მხარდაჭერის გაზრდისკენ მოუწოდა. შტატების თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკრაინას 2 ნახევარი მილიარდი დოლარის სამხედრო პაკეტით დაეხმარება.

რამშტაინის ​რიგით მერვე შეხვედრაზე დისტანციურ რეჟიმში თავდაცვის მინისტრებს მიმართა  უკრაინის პრეზიდენტმა.ნ   ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკავშირეებს უკრაინისა და მისი თავისუფლების დასაცავად დროული დახმარებისკენ მოუწოდა.

“რუსეთის მიერ დაწყებული ომი არ იძლევა დაყოვნების საშუალებას. რუსულ იარაღად რჩება დრო. ჩვენ უნდა ვიჩქაროთ. დრო ჩვენი საერთო იარაღი უნდა გახდეს. ისევე, როგორც საჰაერო თავდაცვა და არტილერია, ჯავშანტექნიკა და ტანკები, რომლებზეც ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ თქვენთან და რომლებიც რეალურად მოიტანს გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, თქვენ არ გსურთ დაუშვათ ისეთი მსოფლიო წესრიგი, სადაც სიძულვილი იქნება. რუსეთს უნდა ძალა რათა ერები გაანადგუროს და ამაზე ღიად საუბრობენ მოსკოვში. დიახ, რუსეთს სურს გაანადგუროს კანონი, უნივერსალური ადამიანური ღირებულებები და რუსული ჯარი უკრაინის ტერიტორიაზე სწორედ ამისთვის იბრძვის. რუსეთი თავისი ძალების კონცენტრაციას ახდენს, ცდილობს დაარწმუნოს ყველა, რომ სიძულვილი შეიძლება იყოს უფრო ძლიერი ვიდრე მსოფლიო. ამიტომ მე და თქვენ უნდა ვიჩქაროთ. მე მოგიწოდებთ მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებმაც შეიძლება წაართვან რუსეთის ბოროტებას ნებისმიერი ძალა. თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ეს პოლიტიკა დღესვე. თქვენ გაქვთ ძალაუფლება, უზრუნველყოთ არტილერია და თვითმფრინავები, რომლებიც ჩაახშობენ ტერორს. თქვენს გაქვთ ძალაუფლება, უზრუნველყოთ გამარჯვება,” – განაცხადა ზელენსკიმ.