კალაძე ცუდს ვერაფერს ხედავს იმაში, თუ რუსეთი საქართველოსთან პირდაპირ ფრენებს აღადგენს | 19.01.2023

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ცუდს ვერაფერს ხედავს იმაში, თუ რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს განცხადება დედაქალაქის მერმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების საპასუხოდ გააკეთა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, რუსეთიდან ფრენები ცალმხრივად იყო შეზღუდული და  საქართველო სანქცირებული იყო.

გუშინ, 18 იანვარს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეაქო საქართველოს ხელისუფლება იმის გამო, რომ ის დასავლეთს წინააღმდეგობას უწევს და  იმედი გამოთქვა, რომ  რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო ავიამიმოსვლა მალე აღდგება.