ლიფტი არის თქვენი საკუთრება და, თქვენ უნდა უზრუნველყოთ მისი მოწესრიგება – კალაძე მოსახლეობას | 18.01.2023

“ლიფტი არის თქვენი საკუთრება და, რა თქმა უნდა, თქვენ უნდა უზრუნველყოთ მისი მოწესრიგება, მისი რეაბილიტაცია-განახლება,” – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძე დღეს პირველად გამოეხმაურა 14 იანვარს ვაზისუბანში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, რა დროსაც ლიფტის გაუმართაობას ცოლ-ქმრის სიცოცხლე ემსხვერპლა.  კალაძის თქმით, კორპუსში ლიფტის მოწესრიგება მოსახლეობამ უნდა უზრუნველყოს.  როგორც მერმა განმარტა, მერია მზად არის, რომ საცხოვრებელ კორპუსებში, სხვადასხვა პროექტი განახორციელოს.