სასწრაფო დახმარების ექიმებისა და მძღოლების მორიგი აქცია უცვლელი მოთხოვნებით | 17.01.2023

სასწრაფო დახმარების ექიმებმა და მძღოლებმა  გადაუდებელი დახმარების ცენტრის შენობასთან მორიგი აქცია გამართეს. მედიკოსები სამუშაო   პირობებს აპროტესტებენ და შესაბამის  ანაზღაურებას ითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ხელფასის 10%-იანი ზრდა, რომელიც მიმდინარე წლის იანვრიდან განხორციელდა, საკმარისი არ არის, რადგან მათი ანაზღაურება მიზერულია. ამბობენ იმასაც, რომ ისინი იანვრიდან ვეღარც დაზღვევით სარგებლობენ. მედიკოსების ნაწილი  ხელმძღვანელობას შეხვდა, თუმცა, შეხვედრამ, უშედეგოდ ჩაიარა. ექიმების ინფომრაციით, სანამ მათი მთვარი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტი არ შეწყდება და ისინი  საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებეილი დახმარების ცენტრის შენობაში დარჩებიან.