მინდა ვაჩვენო ცივილიზებული ქცევის მაგალითი – ალექსეი არესტოვიჩმა თანამდებობა დატოვა | 17.01.2023

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა:

“დავწერე განცხადება გადადგომის შესახებ.
მინდა ვაჩვენე ცივილიზებული ქცევის მაგალითი:
– პრინციპული შეცდომა დაუშვი, უნდა გადადგე.“ – წერს არესტოვიჩი.

საზოგადოების კრიტიკა ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას მოჰყვა, რომელიც მან დნიპროში რუსული რაკეტის მიერ საცხოვრებელი კორპუსის განადგურებიდან რამდენიმე საათში მარკ ფეიგინის გადაცემაში გააკეთა. მან თქვა, რომ სავარაუდოდ რაკეტა უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და კორპუსს მას შემდეგ მოხვდა. მოგვიანებით მან ბოდიში მოიხადა, თუმცა მისი სიტყვები რუსულმა პროპაგანდამ აქტიურად გამოიყენა, უკრაინის შიგნით კი მის მიმართ მწვავე კრიტიკა დაიწყო.

“მე პირდაპირ ეთერში სერიოზული შეცდომა დავუშვი. გულწრფელ ბოდიშს ვუხდი მსხვერპლს და მათ ახლობლებს, დნიპროს მცხოვრებლებს და ყველას, ვინც ღრმად დააზარალა საცხოვრებელ კორპუსში რუსული რაკეტის დარტყმის მიზეზზე  ჩემმა ნაადრევმა მცდარმა ვერსიამ.  ჩემი მისამართით წამოსული  სიძულვილის დონე შეუდარებელია ეთერში დაშვებული შეცდომის შედეგებთან. ამას უკრაინისთვის არ მოუტანია რეპუტაციული ან იურიდიული შედეგი. მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებიც კონკრეტულად ატრიალებენ ამ თემას, აქვთ ძალიან კონკრეტული მიზნები. მოსკოვი მას იმიტომ ავითარებს, რომ ამით ხელს უწყობს უკრაინის საინფორმაციო გავლენის შესუსტებას. უკრაინის ოპოზიცია ხელისუფლებას ასე უტევს, ომის დროს პოლიტიკურ ქულებს აგროვებს, მომავალ არჩევნებზე ფიქრობს. ისტორიის გადამწყვეტ მომენტებში უკრაინელების გაყოფაზე მუშაობა კრემლის ყველაზე წარმატებული სტრატეგიაა, რომელიც მან წარმატებით გამოიყენა ბოლო 400 წლის განმავლობაში და შესაძლოა მეტიც.  ჩვენი ოპოზიციის მუშაობა უკრაინელების დაყოფისა და მოღალატეების ძიებისთვის პოლიტიკური დივიდენდების გამო არის თამაში, რომელსაც კრემლი ოსტატურად იყენებდა და იყენებს. შეგნებული ფსონის დადება უკრაინელების სიძულვილზე უკრაინელების წინააღმდეგ, ფსონი გაყოფაზე, პოლიტიკურ თამაშებზე ომში მყოფ ქვეყანაში თვეების განმავლობაში უმძიმესი ბრძოლების წინ არის გზა ომის წაგებისაკენ, როგორც ეს არაერთხელ მოხდა ჩვენს ისტორიაში.ჩვენ  ვამარცხებთ და დავამარცხებთ ჩვენს ისტორიულ მტერს მხოლოდ შავი რადას ჩვენი მარადიული ისტორიული სიუჟეტიდან გამოსვლის წყალობით,” – განაცხადა არესტოვიჩმა.