ორი კვირა ნაცმოძრაობის თავმჯდომარეობის არჩევნებამდე | 16.01.2023

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალი თავმჯდომარის ვინაობა იანვრის ბოლოს გახდება ცნობილი. მანამდე კი შიდა პარტიული არჩევნები აქტიურ ფაზაშია შესული. ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატები წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებენ. პარალელურად ისმის ბრალდებები. ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, გიორგი მუმლაძე შიდაპარტიული არჩევნებისთვის რეგისტრაციის ხარვეზებზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, ამომრჩეველთა ნაწილი დარეგისტრირებას ვერ ახერხებს.  ნიკა მელიას მხარდამჭერები კი ამბობენ რომ ხარვეზი მალე გამოსწორდება.   შიდაპარტიულ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ორ დღეში 8 ათასზე მეტი ამომრჩეველი დარეგისტრირდა.  სარეგისტრაციო პროცესი 26 იანვრის დილის 10:00 საათამდე გაგრძელდება, ხოლო ხმის მიცემა 28 იანვარს დაიწყება.  ხმის მიცემაც და რეგისტრაციაც ფარული იქნება.  ნაციონალური მოძრაობის  თავმჯდომარების პოსტისთვის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი იბრძვიან.